loader

"საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ" - მიტროპოლიტი იოსები სალომე ზურაბიშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ" - მიტროპოლიტი იოსები სალომე ზურაბიშვილს

მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ, - ამ სიტყვებით მიმართავს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები საპრეზიდეტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. მეუფე იოსების განცხადება სოციალურ ქსელში, შემოქმედის ეპარქიის "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა.

"კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია, უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით, თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ, ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ. თვალს ვერ დავხუჭავთ, გამხელთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ" - ნათქვამია შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების განცხადებაში.