loader

დაგეგმილია ფერდობის მოჭრა და 9-სართულიანი კორპუსის აშენება - ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაგეგმილია ფერდობის მოჭრა და 9-სართულიანი კორპუსის აშენება - ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ცინცაძის #85-ის მცხოვრებლები თბილისის მერს კახა კალაძეს თხოვნით მიმართავენ, შეაჩეროს მათი კორპუსის გვერდით დაგეგმილი მშენებლობა.

კორპუსის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და დედაქალაქის ხელმძღვანელობას დახმარების თხოვნით მიმართეს. კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრების თამარ ორმოცაძის განცხადებით, კორპუსის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ცინცაძის #85-ს, პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, რადგან დაგეგმილია ფერდობის მოჭრა და იქ 9-სართულიანი კორპუსის აშენება.