X
როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად სასწრაფოს ეკიპაჟის წევრს - შსს-მ გამოძიება დაიწყო
20:36 / 24-09-2018
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთ წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორებაა ასახული, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო, სადაც ასახულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთ წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები. აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოხდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებს საზოგადოებას დასრულებისთანავე აცნობებს.




ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
"გადავწყვიტე, რომ გაგიზიაროთ დიდი საიდუმლო... ყველაფერი უნდა მოვყვე, ცოტა გაბრაზებული ვარ" - მაიკო კაჭკაჭიშვილი