loader

თაღლითობა "ფეისბუქზე": "შეგიძლია ანგარიშზე 100 ლარი ჩამირიცხო?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თაღლითობა "ფეისბუქზე": "შეგიძლია ანგარიშზე 100 ლარი ჩამირიცხო?"

თუკი ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, არც ჰაკერები ჩამორჩებიან ამ განვითარებას და ახალ თაღლითურ სქემებს იგონებენ, სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით.

ბოლო დროს აქტუალური გახდა თაღლითობის სქემა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან თანხის გამოძალვის მიზნით მოიფიქრეს. ანუ სხვადასხვა გზით თაღლითები "ფეისბუქის" მომხარებლის პირად ანგარიშში აღწევენ და მისი სახელით მეგობრებს თანხის ჩარიცხვას სთხოვენ სხვადასხვა ანგარიშზე.

ასეთი შემთხვევა სულ ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა, რასაც ბპნ-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა. თუკი თქვენი მეგობარი მოგწერთ შემდეგი შინაარსის ტექსტს, რომ მას სჭირდება გარკვეული რაოდენობის თანხა და აზარტული თამაშების რომელიმე ანგარიშზე ჩაურიცხოთ, აუცილებლად გადაამოწმეთ შეტყობინების ავტორთან, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ.