loader

"იმ თვითმფრინავში დაიწვნენ და მე ჩემი და სხვისი შვილების მოურჩენელი ტკივილი დამაქვს..." - 25 წელი ბაბუშერას ტრაგედიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმ თვითმფრინავში დაიწვნენ და მე ჩემი და სხვისი შვილების მოურჩენელი ტკივილი დამაქვს..." - 25 წელი ბაბუშერას ტრაგედიიდან

25 წლის წინ, 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში დასაჯდომად დაშვებულ სამოქალაქო ავიალაინერ Ту-154Б-ს აფხაზური კატარღიდან საზენიტო რაკეტა ესროლეს... მფრინავმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის აეროპორტამდე მიყვანა შეძლო, მაგრამ მიწაზე დაშვებისას იგი ძირს დაენარცხა და შუაზე გაიპო.

თვითმფრინავში 120 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მათგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. დაღუპულებს შორის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები და მოხალისეები იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, თუმცა რამდენიმე წლის წინ "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" დახმარებით, ბაბუშერას სამარხის გახსნის შემდეგ 104 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა და ისინი დიღმის ძმათა სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი.


ტექსტის ავტორი: ლალი პაპასკირი