loader

რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექინსპექტირების გასავლელად და როგორ უნდა ავირიდოთ ტექდათვალიერებაგავლილი "მკვლელი მანქანები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექინსპექტირების გასავლელად და როგორ უნდა ავირიდოთ ტექდათვალიერებაგავლილი "მკვლელი მანქანები"

2019 წლიდან საქართველოში მოძრავი ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტექნიკური შემოწმების გავლა სავალდებულო გახდება. მანამდე კი, 1-ლი ოქტომბრიდან 3 000 სმ/კმ-ზე მეტი ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებები გაივლიან შემოწმებას.

2018 წელს ტექნიკური დათვალიერება 80 000-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან 20 000-მა სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, ხოლო განმეორებით შემოწმებაზე 7000 არ გამოცხადდა. შესაბამისად, ეს ავტომობილები გაუმართავი სისტემით განაგრძობენ დედაქალაქში გადაადგილებას.

როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარემ, ვაჟა იორდანიშვილმა აღნიშნა, ტექდათვალიერების გავლის დროს მძღოლები გარკვეულ მანიპულაციებს მიმართავენ და სხვადასხვა ხრიკის დახმარებით, მაინც იღებენ დამაკმაყოფილებელ საბუთს.



ასევე დაგაინტერესებთ: 1-ლი იანვრიდან დღემდე, ტექდათვალიერება 20 000-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ვერ გაიარა

როგორი ავტომობილებისთვის იქნება სავალდებულო ტექდათვალიერება 1-ლი ოქტომბრიდან?