loader

დავით ჭიჭინაძე - გავრცელებული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი ებრძვიან ქუმსიშვილს იმიტომ, რომ ის 26 მილიონით აპირებდა ვიღაცის დაჯარიმებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით ჭიჭინაძე - გავრცელებული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი ებრძვიან ქუმსიშვილს იმიტომ, რომ ის 26 მილიონით აპირებდა ვიღაცის დაჯარიმებას

გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი ებრძვიან ქუმსიშვილს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

"ჩვენს კომიტეტში უკვე ლუპით დავსდევთ ყველა კანონს, რომლის უკან ვინ დგას. სულ რაღაცის გაძვრენაზე არიან. განწყობა ისეთია, რომ ყველამ ყველაფერი იცის.

იმ ჩანაწერებსაც რომ ვუყურებთ, ჩანს, რომ ჩხარტიშვილი და ჩუბინიშვილი ებრძვიან ქუმსიშვილს იმიტომ, რომ 26 მილიონით აპირებს ქუმსიშვილი ვიღაცის დაჯარიმებას, ხოლო ამათ ჰყავთ კეთილშობილი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს მოაგვარებს. რაღაც გაუგებარი ხდება. ჩემი აზრით, ჩხარტიშვილთან ურთიერთობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის სირცხვილი, რადგან ის ასოცირებულია მილიონობით ადამიანის ძარცვასთან", - განაცხადა ჭიჭინაძემ.