X
"გაუჩერებია, უთქვია ცუდად ვარ, წამალი დამალევინეო" - მამაკაცის გარდაცვალებაში მოქალაქეები საპატრულო ეკიპაჟს ადანაშაულებენ
10:45 / 08-10-2018
ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების თქმით, მამაკაცი ცენტრალურ გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა შემოწმების მიზნით გააჩერა, მძღოლი კი სამართალდამცველებს სთხოვდა გაშვებას, რადგან შეუძლოდ იყო. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცი სამართალდამცველებისთვის ახსნა-განმარტების მიცემის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლებს ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი აქვთ. ისინი საპატრულო ეკიპაჟის დასჯას ითხოვენ. "საპატრულო ეკიპაჟი მას დაედევნა და გააჩერა. მძღოლი იქვე, სახლში შევიდა და შემდეგ ახალსოფლის ცენტრისკენ წავიდა და ამ დროს გარდაიცვალა. ასევე ამბობენ, რომ შეუძლოდ იყო და პატრულმა გააჩერა. სწორედ ახსნა-განმარტების დროს გარდაიცვალა... აქ ასე ამბობენ",- აცხადებს აქციაზე მყოფი მოქალაქე.

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს, უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ვიქტორია ბექჰემმა ლეგენდარული “ფეხის აწევა“ ქალიშვილთან ერთად გაიმეორა -დიზაინერი ყვითელი პრესის განხილვის საგანი გახდა
“ახლა რომ მოგხსნა რა მოხდება?“- ინგა გრიგოლია შეეცადა ნიკა მელიასთვის სამაჯური მოეხსნა, რა მოხდა პირდაპირ ეთერში?
“სანამ თამარი ჯერ კიდევ დაკარგული იყო, ვსერჩავდი ხოლმე რაღაცეებს, იქნებ რამე ახალი მეპოვა, დამიბარეს პროკურატურაში“- წარმოუდგენელი ისტორია, რომელსაც გიორგი ლუბარეცი ავრცელებს
“მაქვს სიცხე, მაგრამ სულით არ ვეცემი“ - მაია ასათიანი კოვიდინფიცირების შესახებ საუბრობს
“ფრთხილად! ჩნდება ორი ძალიან რთული დაავადება, ორგანოები განიცდის მუტაციას, ეს ბაქტეოროლოგიური ომია!“- ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
“ბავშვი გვიან იწყებს ლაპარაკს, ვერ იმახსოვრებს ინფორმაციას, სკოლაში აქვს პრობლემები მათემატიკაში და ლიტერატურაში“- რა ზიანი მოაქვს ტყვიის მაღალ შემცველობას პატარებში?
“ალბათ ვიქნები სუბიექტური...“ - რატომ არ დაესწრო ნანუკა ჟორჟოლიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისი კანდიდატურის წარდგენას?
“ეს ის არის, რაც ტურისტებს ძალიან უყვართ“ - გოგა ჩანადირის შოკისმომგვრელი აღმოჩენა ფოთში, რითიც ევროპა მილიონობით ტურისტს მიიზიდავდა