loader

"შე ჩემის.... გამორთეთ მიკროფონი" - ფრაგმენტი გადაცემიდან, რომლის "დაპაუზებას" კობახიძეზე ხუმრობას მიაწერენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შე ჩემის.... გამორთეთ მიკროფონი" - ფრაგმენტი გადაცემიდან, რომლის "დაპაუზებას" კობახიძეზე ხუმრობას მიაწერენ

სატირულ-იუმორისტული შოუ "ვასმედია", რომელიც მხოლოდ ორჯერ იხილა მაყურებელმა, ტელეკომპანია "იმედზე" აღარ გადის. ვასიკო ოდიშვილის გადაცემა, რომელიც 30 სექტემბერს გავიდა ეთერში, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ტყუილებზე სატირულ ხუმრობებს ეხებოდა.

სოციალურ ქსელში გადაცემის დახურვას ირაკლი კობახიძეზე ხუმრობებს მიაწერენ. ამის საპასუხოდ, ვასიკო ოდიშვილის გადაცემის "ფეისბუქზე" განცხადება გავრცელდა, რომელშიც გადაცემის დროებით შეჩერების მიზეზად, დეკორაციის ცვლილება დასახელდა.

"ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ! არაკეთიმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა" - ნათქვამია განცხადებაში.



ასევე დაგაინტერესებთ: "ვშიშობ ბოლო არ აღმოჩნდეს" - რა ხდებოდა "ფეისბუქზე" ვასიკო ოდიშვილის გადაცემის გასვლის შემდეგ