loader

"ნიკორამ" აგრარული უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდია გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკორამ" აგრარული უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდია გადასცა

კომპანია "ნიკორამ" აგრარული უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდია გადასცა. შესაბამისი მემორანდუმი კომპანიასა და უნივერსიტეტს შორის მიმდინარე წლის 16 მაისს გაფორმდა. კვების პროდუქტების ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის 4 სტუდენტს ყოველთვიური სტიპენდია სწავლის რეიტინგის მიხედვით დაენიშნა. "ნიკორას" წარმომადგენლების თქმით, კომპანიის მიზანია კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. სტიპენდიის დანიშვნაც სწორედ ამ ფაკულტეტის სტუდენტების მეტად მოტივირებას ემსახურება. ამასთან, ხელს უწყობს პოტენციურ დამსაქმებელსა და სტუდენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ნაწილი უკვე დასაქმებულია "ნიკორაში".

ყოველი სემესტრის დასაწყისში რეიტინგები გადაიხედება და კვლავ დაფინანსდება ოთხი მოწინავე სტუდენტი, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას, 150 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დასაქმების ფორუმზე "ნიკორა" სტუდენტების მხარდამჭერ წლის კომპანიად დასახელდა.