loader

როგორ ახერხებს მაყურებლის გაოცებას მოძრაობის თეატრი - კადრები სპექტაკლებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ახერხებს მაყურებლის გაოცებას მოძრაობის თეატრი - კადრები სპექტაკლებიდან

მოძრაობის თეატრი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური ქართული თეატრია, რომელიც მაყურებლის გაოცებას და დაინტერესებას მუდმივად ახერხებს.

სპექტაკლების რამდენიმეწამიანი კადრების თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ ერთი ამოსუნთქვით ბოლომდე უყურო და თეატრში მისვლის სურვილი გაგიჩნდეს.

თეატრის დმფუძნებლების და რეჟისორების, კახა და იოსებ ბაკურაძეების სპექტაკლები განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს.
მოძრაობის თეატრმა საქართველოში ახალ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი და ხშირად მას ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას.