loader

ვინ გახდა ჟურნალ "გემრიელიას" მიერ ორგანიზებული კულინარიული შეჯიბრის გამარჯვებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ გახდა ჟურნალ "გემრიელიას" მიერ ორგანიზებული კულინარიული შეჯიბრის გამარჯვებული

მთავარი კულინარიული დუელი "შეფ-მარკეტერი" გრძელდება. ჟურნალ "გემრიელიას" მორიგ "შეფ-მარკეტერს" ამჯერად რესტორანმა "პილპილმა" უმასპინძლა.

პროექტში "ბელჰაუსის", "აზატოს", "ემ გრუპის", "სუფთა სახლის", "მიკრო ბიზნეს კაპიტალის" და "საგას" წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების სპონსორი კომპანია "კოლორპაკი" გახლდათ, რომელმაც პრიზები დააწესა.

ექვსმა მარკეტერმა ამჯერად მეგრული კერძი გვალო შხვალე მოამზადა, რომელსაც ინდივიდუალური პიკანტურობა შემატეს და გამარჯვებული პროფესიონალი მზარეულებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა.

"შეფ მარკეტერის" გამარჯვებული ამჯერად თამთა ასლანიშვილი გახდა, რომელიც კონკურსზე კომპანია "მიკრო ბიზნეს კაპიტალს" წარმოადგენდა.