loader

"ნიუ ჰოსპიტალსში" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიუ ჰოსპიტალსში" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

"ნიუ ჰოსპიტალსში" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ცენტრი ევროპული სტანდარტების პედიატრიულ კლინიკას წარმოადგენს, რომელიც უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურითა და სერვისების ხარისხით. იგი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და მას ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მრავალწლიანი გამოცდილების სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი დავით ციბაძე უხელმძღვანელებს. ცენტრი პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს სრულ პედიატრიულ მომსახურებას შემდეგ მიმართულებებში: ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი; ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები. ამბულატორიული განყოფილების დერეფნები და კაბინეტები სრულად ბავშვებზეა მორგებული და მათთვის გასართობი სივრცეებია მოწყობილი. "ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსი, სადაც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრია განთავსებული, ოფიციალურად გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით 18 მარტიდან მიიღებს.