loader

"სინერჯი კაპიტალი" დაინტერესებული კომპანიების მფლობელებისა და მმართველებისთვის ყოველკვირეულ ღია კარის დღეს ატარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სინერჯი კაპიტალი" დაინტერესებული კომპანიების მფლობელებისა და მმართველებისთვის ყოველკვირეულ ღია კარის დღეს ატარებს

ღია კარის დღე პერმანენტული ღონისძიებაა, რომელსაც "სინერჯი კაპიტალი" დაინტერესებული კომპანიების მფლობელებისა და მმართველი პირებისთვის ყოველკვირეულად ატარებს. ამ დროისთვის ოთხი შეხვედრა დაიგეგმა, საიდანაც 50-მდე კომპანიასთან შეხვედრა უკვე შედგა. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ უნარი, გახდნენ მომავლის ლიდერი კომპანიები, ჩაანაცვლონ იმპორტი ან გააჩნიათ ექპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტი და სერვისები. "სინერჯი კაპიტალისთვის" ასევე პრიორიტეტული დარგია ტურიზმი და ის კომპანიები, რომელთაც აქვთ საცალო ქსელი. ღონისძიებაზე დეტალურად განიმარტება კერძო კაპიტალის ფონდის სპეციფიკა და ის შესაძლებლობები და სარგებელი, რომელსაც პარტნიორობის შედეგად კომპანიები მიიღებენ.

"სინერჯი კაპიტალი" კომპანიებს სთავაზობს არა მარტო ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ უნიკალური, მასშტაბური სტრატეგიის პოვნასა და განხორციელებაში დახმარებას. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ იცოდეს და ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ღონისძიების მიზანიც სწორედ ეს არის, რომ კერძო კაპიტალის ფონდის მუშაობის თავისებურებებზე ავამაღლოთ ცნობიერება და გავზარდოთ ინტერესი კორპორატიულ სექტორში. დაინტერესება საკმაოდ დიდია, ამიტომ გადავწყვიტეთ ყოველკვირეულად 20 კომპანიის მფლობელი მოვიწიოთ და ვესაუბროთ ჩვენთან თანამშრომლობის სარგებელზე. წელს დაგეგმილი გვაქვს პორტფელის მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენთვის საინტერესო კომპანიების კაპიტალში მონაწილეობით", - აცხადებს "სინერჯი კაპიტალის" თანადირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაცი ოფორმა