loader

არა ინტელექტის ოკუპაციას! რას ემსახურება კამპანია, რომელმაც ძველი და ახალი თაობის ხელოვანები გააერთიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არა ინტელექტის ოკუპაციას! რას ემსახურება კამპანია, რომელმაც ძველი და ახალი თაობის ხელოვანები გააერთიანა

რუსეთის ოკუპაცია, რომელიც გასულ საუკუნეში საბჭოთა ოკუპაციით დაიწყო, სხვადასხვა ფორმით კვლავაც გრძელდება. ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ საფრთხე ინტელექტის ოკუპაციასაც ემუქრება.

2017 წელს რუსეთმა შექმნა ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია (EACOP), რომელშიც გაერთიანებასთან დაკავშირებით შემოთავაზება საქართველომაც მიიღო, რასაც არ დათანხმდა. უარმა რუსეთი ძალიან გააღიზიანა და ზეწოლის ახალ ხერხს მიმართა - ახალი ორგანიზაცია შექმნა, რომლითაც საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და „ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ ჩანაცვლებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ „ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ საერთაშორისო კონფედერაცია CISAC-ის წევრი ორგანიზაციაა.

სურვილმა, შეინარჩუნონ თავისუფლება და ევროპული სტანდარტები, ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები, ავტორები და სხვა ხელოვანები გააერთიანა.
„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია „არა ინტელექტის ოკუპაციას!“ - ნახეთ ვიდეოში.
წაიკითხეთ სტატია ვრცლად