X
„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ოფიციალურად გახდა ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი და ამ ფაქტის აღმნიშვნელ ორდღიან მედიატურს უმასპინძლა
13:01 / 10-04-2019
"ბალნეოკურორტი წყალტუბოს", ბევრი დამსვენებლისათვის ცნობილი მე-6 აბაზანის ინიციატივითა და ორგანიზებით, 6-7 აპრილს ორდღიანი მედიატური გაიმართა. სტუმრებმა 2 დღის განმავლობაში მოინახულეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი ადგილები, პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს ტურიზმის ადმინისტრაციის ეგიდით, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი და რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ "ბალნეოკურორტი წყალტუბოს" უნიკალური რადონული მინერალური წყლების გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებს. სტუმრების განთავსებაზე იზრუნა ტურისტებისათვის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა სასტუმრო "პრომეთემ", რომელიც სულ რაღაც 200 მეტრის მოშორებით მდებარეობს წყალტუბოს რეკრეაციული ზონისა და მე-6 აბაზანიდან, ხოლო მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო "ჯორჯიან ბასმა" უახლესი ავტობუსით #იმოგზაურევისოლთანერთადკამპანიის ფარგლებში. მედიატურის მიზანი იყო, პრესის წარმომადგენლები ახლოს გაცნობოდნენ კურორტის სპეციფიკას და ჰქონოდათ სწორი წარმოდგენა მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე.

ტეგები:
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ერთი დღეც არ არის გასული, რაც მერიამ ზარზეიმით გახსნა ადაპტირებული საცურაო ბილიკი,  მოვედი და..." - რაზე ჩივის შშმ პირი ბათუმის სანაპიროდან?