loader

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე Tbilisi Open Air-ის სოციალურ კამპანიაში მონაწილეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე Tbilisi Open Air-ის სოციალურ კამპანიაში მონაწილეობს

"ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე Tbilisi Open Air-ის სოციალურ კამპანიაში მონაწილეობს. "იმ დალოცვილმა ყველა თავის სახედ და ხატად შეგვქმნა, თანასწორად - სიყვარულისათვის, ბედნიერებისათვის. განურჩევლად ყველაფრისა", - ამბობს სასულიერო პირი ვიდეოში. “თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“ - ასე ჰქვია სოციალურ კამპანიას, რომელიც Tbilisi Open Air-ის ინიციატივით დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, 8 ადამიანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობს.

ფესტივალის პირველი წლის სლოგანი, „მუსიკა ათავისუფლებს“ დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის სტიმულირების მიმართულებით.

პროექტში 8 ადამიანი მონაწილეობს - ირაკლი ნადარეიშვილი (Tbilisi Open Air-ის გენერალური პროდიუსერი), მარიამ სანოგო (მოდელი), ანასტასია პირველი (მომღერალი), რუსუდან გოცირიძე (საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი), ნიკა დვალიძე (ჟურნალისტი/პიარ-მენეჯერი), ანუშკა ჩხეიძე (მუსიკოსი), ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი), ნათია ჩიქოვანი (მარკეტერი/მოდელი).
Tbilisi Open Air 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, "მწვანე ოთახი". საერთო ჯამში - 70-მდე შემსრულებელი.