loader

Tbilisi Open Air წარმოგიდგენთ - Tbilisi Newcomers - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Tbilisi Open Air წარმოგიდგენთ - Tbilisi Newcomers

Tbilisi Newcomers ახალბედა, ნიჭიერი მუსიკოსებისა და ბენდების აღმოჩენას 10 წელია ემსახურება. პროექტიTbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა ინიციატივით 2009 წელს შეიქმნა. ბენდები და მუსიკოსები, ჟანრის მიუხედავად, განაცხადის ფორმას ავსებენ. განაცხადების ავტორ-მუსიკოსთა შოუქეისის შემდეგ ფინალური ლაივ-კონცერტის მონაწილეები ვლინდებიან. გამარჯვებული პროექტი კი ფესტივალის მთავარ სცენაზე დაკვრის უფლებას იღებს.

Tbilisi Newcomers 2019-ში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი მისამართზე http://tbilisiopenair.ge/newcomers უნდა შემოიტანონ. გამოგზავნონ 3 საავტორო ნამუშევარი, ბენდის/პროექტის აღწერა და ფოტოსურათი/ბრენდბუქი. განაცხადების მიღება 3 მაისის ჩათვლით გრძელდება.
9 დ 10 მაისს “ხიდში“ შოუქეისები გაიმართება, ფინალური ლაივ-კონცერტი კი 26 მაისს ჩატარდება. Newcomers-ის გამარჯვებული პროექტ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაკვრის შანსს მიიღებს. Singer Stage კი 2 ფავორიტ პროექტს მისცემს დაკვრის საშუალებას.
წლევანდელი Newcomers-ის მონაწილეთა ნამუშევრების მოსმენა ამ ლინკზე შეგიძლიათ - Tbilisi Newcomers 2019.
Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული სხვადასხვა წელსი გახდნენ LOUDspeakers, Bedford Falls, Lua, Killages…

Tbilisi Open Air კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალია. 2019 წელს ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში ჩატარდება. Open Air-ზე წელს Franz Ferdinand-ის, Mogwai-ს, Rhye-ს, Michelle Gurevich-ის, The Subways-ის, David August-ის, 1200 Mics-ის, "მწვანე ოთახის" და არაერთი საერთაშორისო თუ ქართველი მუსიკოსის მოსმენას შეძლებთ.