loader

რას ნიშნავს დუალური განათლება და სად შეიძლება მიიღოთ ის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ნიშნავს დუალური განათლება და სად შეიძლება მიიღოთ ის?

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 35 000 ახალგაზრდა ხდება სტუდენტი და ამდენივე ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს. თუმცა ქვეყანაში დასაქმების ბაზარზე საჭირო პერსონალის მოძებნა მაინც პრობლემად რჩება. აღნიშნულ მდგომარეობაში ცალსახა ხდება პროფესიული განათლების მნიშვნელობა. სწორედ ამ მიზნით ცოტა ხნის წინ შეიქმნა "პრაქტიკული აკადემია", რომელიც მსურველებს 7 მიმართულებით თეორიასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ მაღალი დონის კვალიფიციურ, პროფესიულ განათლებას მისცემს: მულტიმედია ჟურნალისტიკა, გრაფიკული დიზაინი, შესყიდვები და საერთაშორისო გადაზიდვები, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი,  ფინანსები და ბუღალტერია, შეფუთვებისა და კონვერტინგის საწარმოო პროცესები,  პოლიგრაფიული წარმოება.