X
Mercedes-Benz Business Week პირველად საქართველოში ჩატარდება
15:50 / 16-05-2019
Mercedes-Benz Business Week პირველად საქართველოში ჩატარდება. ღონისძიება 7-8-9 ივნისს გაიმართება და ბიზნესმენებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე, ეფექტურ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. პროექტის მიზანი რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში უცხოელი ინვესტორების აქტიური ინტეგრირებაა.
პროექტის პირველ დღეს გახსნის Mercedes-Benz Daimler-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური მენეჯერი Ilkhomjon Fayziev და დაიმლერის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი Utz Rachner. მოწვეულია ასევე მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტი და ანტრეპრენუარი Andriy Fedoriv. კვირეულის ყოველი დღე დატვირთული იქნება ქართველი და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლით, რომლებიც აქტუალური თემების შესახებ საკუთარ ბიზნესგამოცდილებას გაუზიარებენ მოწვეულ სტუმრებს.
ბიზნესკვირეულს 500-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის - ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, უცხოელი ინვესტორები და სამთავრობო სტრუქტურები. ღონისძიება სამივე დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება: Mercedes-Benz-ის თბილისის ცენტრში, სასტუმრო "ბილთმორ თბილისსა" და კლუბ "რესპუბლიკაში".
Mercedes-Benz Business Week-ზე საერთაშორისო ბიზნესსპიკერების გამოსვლის შემდეგ ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს „ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი“, ხოლო მესამე დღეს - Parov Stelar-ის საქსაფონისტი Max The Sax. კვირეულის მთავარი მედიაპარტნიორები არიან: Forbes, ტელევიზია PALITRANEWES და ვებპორტალი "ბიზნესპრესნიუსი" - BPN.GE.

დასწრების მსურველები ვერიფიკაციას „ბენე ექსკლუზივის“ საიტსა და tkt.ge-ზე გაივლიან.

ტეგები:
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]