loader

საქართველო წელს ბიზნეს სექტორისათვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო წელს ბიზნეს სექტორისათვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს

7-8-9 ივნისს Mercedes-Benz Business Week-ი მსოფლიოში პირველად თბილისში გაიმართება. ბიზნესკვირეულის ორგანიზატორები სს „დაიმლერის" ოფიციალური წარმომადგენლები, „ბენე ექსკლუზივი“ და „აკა ჯგუფი“ გახლავთ. გთავაზობთ ინტერვიუს „ბენე ექსკლუზივის“ დამფუძნებელ ბენე ბასილიასთან.
როდის დაიწყეთ Mercedes-Benz Business Week Georgia-ზე მუშაობა?
Bene Exclusive-მა ბაზარზე ოპერირება 2017 წელს, "მერსედეს ბენცის" ავტომობილებით დაიწყო და 2 წელია, რაც "მერსედესის" ყველაზე მსხვილი პარტნიორები ვართ საქართველოში. ასევე მოვიპოვეთ Mercedes-Benz Daimler-ის ნდობა და უფლება, რომ მათი სახელით ჩავატაროთ სხვადასხვა სახის ბიზნესივენთი.
პროექტ Mercedes-Benz Business Week Georgia-ზე წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ მუშაობა. გვინდოდა "მერსედესთან" ერთად შეგვექმნა განსხვავებული და საერთაშორისო დონის ღონისძიება, რომლის საშუალებითაც საქართველო მსოფლიო ბიზნესრუკაზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა.
რა მოლოდინები გაქვთ?
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტი გახდება საერთაშორისო და შემდეგ წელს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩატარდება. ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი ქართული კომპანიაა.
აქამდე ჩაგიტარებიათ მსგავსი ღონისძიება?
„ბენე ექსკლუზივი“ ყოველწლიურად სხვადასხვა ბიზნეს თუ გასართობ ღონისძიებას ატარებს. მათ შორის არის პირველი ქართული მასშტაბური ნეთვორქინგ პროექტი Networking Georgia, რომლის მიზანსაც არაფორმალურ გარემოში კონტაქტების გაცვლა წარმოადგენს.
როგორია თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმები?
ზაფხულში ვგეგმავთ "მერსედეს-ბენცის" ივენთის გაკეთებას, რომელიც პირველად გასულ წელს ბათუმში ჩატარდა. გარდა ამისა, შემოდგომაზე დაგეგმილია Networking Georgia-ს პროექტის მეორე სერია, რომელიც იმაზე უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე პირველი.
რატომ ირჩევს “ბენე ექსკლუზივი” ბიზნესივენთების მიმართულების განვითარებას?
როგორც უკვე აღვნიშნე, ივენთები "ბენე ექსკლუზივის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც გვეხმარება, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ბიზნესსექტორის განვითარებაში და ხელს ვუწყობთ კომპანიებს ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარებაში.