loader

22 აგვისტოდან - 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლია მუსიკალურ ფესტივალს - Echowaves-ს უმასპინძლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

22 აგვისტოდან - 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლია მუსიკალურ ფესტივალს - Echowaves-ს უმასპინძლებს

22 აგვისტოდან - 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს -  Echowaves-ს უმასპინძლებს. ფესტივალისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

როგორც ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამჟამად ტერიტორიაზე სცენების განთავსება და საფესტივალო გარემოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, წელს ანაკლიის ფესტივალს რამდენიმე ახალი სცენა შეემატება და ჯამში, 8 მოქმედ სივრცეს ვიხილავთ.

დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. ღამით კი, მათთვის 150-მდე შემსრულებელი წარდგება.

საფესტივალო ტერიტორიის გარეთ ე.წ კარვების ქალაქის მოწყობაც იგეგმება, სადაც სტუმრებს განთავსების საშუალება ექნებათ.