loader

„აირჩიე საქართველო“, „აირჩიე ბათუმი“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ახალი კამპანია დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„აირჩიე საქართველო“, „აირჩიე ბათუმი“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ახალი კამპანია დაიწყო


შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ინტერნეტკამპანია "აირჩიე ბათუმი" წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში 15 ცნობილი ქართველი მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოხელოვანი, მომღერალი, მწერალი, შოუმენი და მოდელი აჭარის სხვადასხვა საზღვაო კურორტთან/ტურისტულ ადგილთან დაკავშირებით თავის ემოციებს იხსენებს და ადამიანებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს.

ონლაინკამპანიის მთავარი გზავნილია #აირჩიესაქართველო, რაც აჭარის ტურისტული ადგილებისა და პერსონაჟების მიხედვით იცვლება. თუკი ბათუმი დაუვიწყარი მოგონებების ადგილია რეჟისორ ლევან წულაძისთვის, ის სიყვარულია მოდელ ნუკი კოშკელიშვილისთვის, ინსპირაციის წყაროა მწერალ დათო ტურაშვილისთვის, ხოლო მსახიობ ია სუხიტაშვილს მასთან ცხოვრების საუკეთესო წლები აკავშირებს, რუსკა მაყაშვილისთვის კი ის წელიწადის ნებისმიერ დროსთან ასოცირდება. ბათუმთან ერთად პერსონაჟები ასევე საუბრობენ მტირალას ეროვნულ პარკზე, ქობულეთზე, კვარიათზე, მწვანე კონცხსა და ჩაქვზე.

• ნიკოლოზ წულუკიძე - #აირჩიემტირალა
• ლევან წულაძე - #აირჩიებათუმი
• გაგა ჩიხლაძე - #აირჩიექობულეთი
• დათო ტურაშვილი - #აირჩიებათუმი
• ზურაბ შევარდნაძე - #აირჩიემწვანეკონცხი
• დავით ევგენიძე - #აირჩიეკვარიათი
• ია სუხიტაშვილი - #აირჩიებათუმი
• რუსკა მაყაშვილი - #აირჩიებათუმი
• ნუკი კოშკელიშვილი - #აირჩიებათუმი
• ნიკოლოზ რაჭველი - #აირჩიეჩაქვი

15 ვიდეორგოლიდან 10 სოციალური მედიის მომხმარებლებმა უკვე ნახეს, დანარჩენი 5 ეპიზოდი კი სოციალურ ქსელებში აგვისტოს ბოლომდე ეტაპოპრივად ჩაეშვება. მათ შორისაა ბათუმის დელფინარიუმის პიარმენეჯერისა და შოუს წამყვან ბერდია კუტუბიძის, ტელეწამყვან თორნიკე კვერენჩხილაძის, მოდელ თამთა შედანიას, ფოტოხელოვანების - გოგა ჩანადირისა და მარი ნაკანის მონაწილეობით შექმნილი რგოლები.