loader

პირველი კადრები ახალი საფესტივალო სივრციდან, რომელიც 5 ოქტომბერს გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ახალი საფესტივალო სივრციდან, რომელიც 5 ოქტომბერს გაიხსნება

პირველი კადრები ახალი საფესტივალო სივრციდან, რომელიც 5 ოქტომბერს გაიხსნება.


მუსიკალური ფესტივალი Summer Set-ი შემოდგომის ორ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოგიდგენთ:
5 ოქტომბერს Worakls Orchestra Tour
2 ნოემბერს Boris Brejcha

5 ოქტომბერს ფრანგი არტისტი Worakls თბილისს პირველი სოლო-ალბომის, Orchestra-ს მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

Worakls Orchestra Tour უნიკალური კონცეფციის ტურნეა, ელექტრონული მუსიკა ცოცხალი ორკესტრის აკომპანირებით სრულდება. ფრანგი არტისტი თბილისს 14 ფრანგ მუსიკოსთან ერთად ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე ეწვევა, ხოლო საქართველოში მას აკომპანირებას თბილისის სიმფონიური ორკესტრის 14 წევრი გაუწევს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯანსუღ კახიძის მიერ დაფუძნებული თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ფრანგი ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი ითანამშრომლებენ. ერთობლივი რეპეტიციები ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე დაიწყება.

ღონისძიება ფესტივალის ახალ ლოკაციაზე გაიმართება: Warehouse 7/მე-7 პავილიონი 5600 მ2 ტერიტორია, რომელიც 15 000-მდე სტუმარს იტევს. Warehouse 7/მე-7 პავილიონი ნაძალადევში, ახალქალაქის ქ. 30/32-ში მდებარეობს (მეტრო "ნაძალადევის" უკან). ახალ ლოკაციაზე, ტრადიციულად, აშენდება საფესტივალო ქალაქი. ტერიტორიაზე წარმოდგენილები იქნებიან ქართველი სტარტაპერები. ფესტივალის სცენა კვლავ დაეთმობა დამწყებ მუსიკოსებს.

2 ნოემბერს ამავე ლოკაციაზე გერმანელი არტისტი Boris Brejcha დაუკრავს. უკვე რამდენიმე წელია, ბრეჟა მსოფლიოს წამყვანი კლუბებისა და ფესტივალების ჰედლაინერია. მისი თითოეული ვიზიტი საქართველოში სეზონის დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა.