loader

"აირჩიე ბათუმი" - "აირჩიე საქართველო" - განსხვავებული და კრეატიული ინტერნეტკამპანია, რომელშიც 15 ცნობილი ქართველი მონაწილეობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აირჩიე ბათუმი" - "აირჩიე საქართველო" - განსხვავებული და კრეატიული ინტერნეტკამპანია, რომელშიც 15 ცნობილი ქართველი მონაწილეობდა

„აირჩიე ბათუმი“ - „აირჩიე საქართველო“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად აწარმოებს. სარეკლამო აქტივობები ძირითადად გარე, რადიო და ონლაინ რეკლამას მოიცავს.

აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების საიმიჯო ფოტოებით დაბრენდილი ბილბორდები, ავტო და მეტრო გაჩერებები დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ივნისიდან ამშვენებს. გარდა ამისა, აჭარის საიმიჯო ვიდეო/აუდიო რეკლამა კინოთეატრებსა და რადიოსადგულებში ტრიალებს.

ინტერნეტკამპანიას „აირჩიე ბათუმი“, რომელშიც ცნობილი ქართველები მონეწილეობენ, ინტერნეტ სივრცეში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. კამპანიის ფარგლებში 15 ცნობილი ქართველი მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოხელოვანი, მომღერალი, მწერალი, შოუმენი და მოდელი აჭარის სხვადასხვა საზღვაო კურორტთან/ტურისტულ ადგილთან დაკავშირებით საკუთარ ემოციებს იხსნებს და ადამიანებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს.

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი ნინა პერტენავა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კამპანიას აფასებს. მისი თქმით, განხორციელებული კამპანია საკმაოდ კრეატიული და მასშტაბური იყო.

კამპანიის მთავარი მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის აჭარის მრავალმხირი ტურისტული პოტენციალის გაცნობა იყო. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წელს ამ მიმართულებით განსხვავებული და საინტერესო სარეკლამო აქტივობები განხორციელდა.

აჭარის პოპულარიზაცია მთელი წლის განმავლობაში ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებში, როგორც გარე რეკლამის, ისე ონლაინ და სატელევიზიო რეკლამის სახით.