loader

"აირჩიე ბათუმი" - აჭარაზე ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელშიც ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აირჩიე ბათუმი" - აჭარაზე ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელშიც ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთთვიანი ინტერნეტკამპანია „აირჩიებათუმი“ ულამაზესი ვიდეორგოლით სრულდება. კლიპში, რომელიც ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელდა, 15-ვე პერსონაჟი ერთადაა თავმოყრილი. კამპანია აგვისტოდან დაიწყო და მას სოციალურ ქსელებში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეორგოლებში 15 ცნობილი ქართველი მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოხელოვანი, მომღერალი, მწერალი, შოუმენი და მოდელი აჭარის სხვადასხვა საზღვაო კურორტთან/ტურისტულ ადგილთან დაკავშირებით თავის ემოციებს იხსნებს და ადამიანებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. 

ვიდეორგოლების ნახვა მსურველებს შემდეგ ლინკზე შეუძლიათ - http://airchie.gobatumi.com/