loader

ვინ იმუშავა უნიკალურ გამოცემაზე - "ბიბლია განმარტებებით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იმუშავა უნიკალურ გამოცემაზე - "ბიბლია განმარტებებით"


სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ქართულ ენაზე, პირველად, განმარტებებით გამოიცემა. "ბიბლია განმარტებებით" 15 ტომს აერთიანებს და მკითხველს წიგნის შეძენა თვეში ერთხელ შეეძლება. პირველი ტომი 23 სექტემბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.
"ბიბლიის" განმარტებები მკითხველისთვის გასაგები და გამარტივებული ენით დაიწერა და მთლიანად ეყრდნობა "ბიბლიის" შესახებ წმინდა მამათა კომენტარებს, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ იყო თარგმნილი ქართულ ენაზე. ხშირად ან ვერ კითხულობენ წმინდა წერილს, ან ზედაპირულად კითხულობენ და მისი შინაარსი არ ესმით. ეს ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან იყო ასე - "ბიბლიის" არასწორად წამკითხველები "ბიბლიას" არასწორად განმარტავდნენ და შესაბამისად, არასწორ გავლენას ახდენდნენ. ამ გამოცემას მკითხველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან "ბიბლიაში" არაერთი ისეთი აზრია ჩადებული, რომლის გაგებაც ფართო საზოგადოებას განმარტებების გარეშე უჭირს. განმარტებების გაცნობის შემდეგ კი მკითხველი მიხვდება თუ რამდენად დიდია მისი გავლენა თითოეული ადამიანის ცხოვრებასა თუ ხელოვნების ყველა მიმართულებაზე.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინფორმაციით, გამოცემის მომზადებაზე სასულიერო განათლების მქონე პირთა დიდი ჯგუფი და ჟურნალ "კარიბჭის" რედაქცია მუშაობდა. სარედაქციო ჯგუფში არიან: სასულიერო აკადემიის დეკანი - ლონგინოზ სუარიშვილი, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი - ლევან მათეშვილი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი - გიორგი თოდუა, ქრისტიანული ხელოვნების სპეციალისტი - ტატიანა ცომაია, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - გიორგი ჯამდელიანი და კიდევ არაერთი ადამიანი.