თბილისში გამართული 3X3 ევროპის თასი მსოფლიოს 5 საუკეთესოდ ორგანიზებულ საკალათბურთო ტურნირს შორის დასახელდა
17:00 / 08-10-2019
ღონისძიება ჩატარდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის – FIBA-ს ეგიდით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.
3X3 ევროპის თასს ესწრებოდა ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის (FIBA) დელეგაცია.
საორგანიზაციო კუთხით, საქართველომ ფიბასგან კიდევ ერთხელ მიიღო უმაღლესი შეფასება და უცხოური დელეგაციის დიდი მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ჩვენი ქვეყანა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმაპინძლებს.