loader

"ნიუ ჰოსპიტალსის" ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიუ ჰოსპიტალსის" ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა

ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტებულია საუკეთესო ჰემატოლოგებით, "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიხსნა. ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

კერძოდ, ცენტრში მოწყობილია იზოლირებული, ჰერმეტული, დამოუკიდებელი ვენტილაციის მქონე, ჰეპა-ფილტრებით აღჭურვილი სტერილური პალატები, სადაც უზრუნველყოფილია სტერილური ჰაერის წნევის კონტროლი და აღჭურვილია სტერილიზაციის ინდივიდუალური სისტემებით.

პალატების სტერილურობა ვალიდირებულია შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ევროპელი სპეციალისტების მიერ. ამასთანავე, ცენტრში გამოიყენება თანამედროვე გაიდლაინები და პროტოკოლები, რომელიც ემყარება დასავლურ გამოცდილებას და დადასტურებული ფაქტების მედიცინას.