loader

2 ნოემბერს Summer Set-ი შემოდგომის მეორე ღონისძიებას მასპინძლობს, რომლის ჰედლაინერიც გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი ბორის ბრეჟაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 ნოემბერს Summer Set-ი შემოდგომის მეორე ღონისძიებას მასპინძლობს, რომლის ჰედლაინერიც გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი ბორის ბრეჟაა

2 ნოემბერს, Summer Set-ი შემოდგომის მეორე ღონისძიებას მასპინძლობს, რომლის ჰედლაინერიც გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი ბორის ბრეჟაა. ორგანიზატორების ინფორმაციით, Summer Set-ის ოქტომბერში გამართულ ფესტივალს ცოცხალ ორკესტრთან ერთად 6000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, გუნდი ამჯერადაც იმავე რაოდენობის ადამიანებს ელის.

“ჩვენი ბრენდი მასშტაბურ ღონისძიებებზეა ორიენტირებული, მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალების და კლუბების ჰედლაინერი ბორის ბრეჟა ქართველ მსმენელს ძალიან უყვარს, ამიტომ სტუმრების ანალოგიურ რაოდენობას ველოდებით 2 ნოემბერსაც”,- ამბობს Summer Set-ის კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.

მათივე ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორებმა ლოკაციის ვიზუალური მხარის გრაფიკული გამოსახულება წინასწარვე გაავრცელეს, რომ მსმენელმა იცოდეს, როგორ გარემოში აღმოჩნდება.

“Summer Set 2013 წლიდან არტ მენეჯერთან და განათების რეჟისორთან სანდრო ქორიძესთან თანამშრომლობს. სანდრო დღეს კიევში მოღვაწეობს და სხვადასხვა წამყვანი ფესტივალებიდან აქვს მიწვევები. მასთან ერთად 2 ნოემბრის ღონისძიებაზე უკრაინელი ვიჯეი ალექსეი ტუშენკო იმუშავებს, განათებას კი ტექნიკურად MS Lights უზრუნველყოფს.

სცენას მარჯვენა და მარცხენა მხრებიდან მატარებლის ფუნქციური ვაგონები გააფორმებს, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ეზოში სტარტაპერები და სხვადასხვა გასართობი ზონები დახვდებათ, ბაროკოს სტილს, რომელიც ფესტივალის წინა ღონისძიებაზე იყო გამოყენებული ურბანული ჩაანაცვლებს. ღონისძიება 2 ნოემბერს 22:00 საათიდან დაიწყება, მანამდე კი შეგიძლიათ ფოტო და ვიდეომასალა ნახოთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.