loader

"აიფაუერმა" და "ეი სოლარმა" თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აიფაუერმა" და "ეი სოლარმა" თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

ქართულ ინდუსტრიულ ჯგუფში „აიგრუპი“ შემავალი კომპანიის, „აიფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფურელიანმა და გერმანული კომპანიის „ეი სოლარის“ დირექტორმა დურბეკ ფატახოვმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორ კომპანიას შორის უვადო პარტნიორობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და ერთმანეთისთვის ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსის მინიჭებას საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებული ტენდერების თუ სხვა პროექტების ფარგლებში.

„აიფაუერი“ ახლადშექმნილი კომპანიაა, რომლის მიზანია ინოვაციური პროექტების დანერგვა და განვითარება, ტრადიციული ენერგომატარებლების ჩანაცვლება, რისთვისაც აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება. კომპანია ქმნის ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ დაიწყოს ალტერნატიული წყაროების გამოყენებით ელექტროენერგიის გენერაცია.

„აიფაუერი“ უკვე შერჩეულ ლოკაციებზე განათავსებს მზის პანელებს და დაიწყებს 5 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას. ეს მაჩვენებელი მომდევნო ხუთ წელიწადში 50 მეგავატამდე გაიზრდება.