loader

Hotsale.ge, Readersland.ge, Allwine.ge, Ebg.ge და Aptiaqi.ge კომპანიებს ონლაინ გაყიდვისთვის საკუთარი ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდებს სთავაზობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Hotsale.ge, Readersland.ge, Allwine.ge, Ebg.ge და Aptiaqi.ge კომპანიებს ონლაინ გაყიდვისთვის საკუთარი ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდებს სთავაზობენ

მაშინ როცა მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველო ზომებს ამკაცრებს და სავაჭრო ობიექტების უმეტესობა დაიხურა, ქართულ ბაზარზე ელექტრონული კომერციის სფეროში ყველაზე აქტიურად მოხმარებადი ვებგვერდები, როგორებიცაა Readersland.ge, Aptiaqi.ge, Ebg.ge, Hotsale.ge და Allwine.ge საქართველოში მოქმედ ყველა კომპანიას სთავაზობენ გამოიყენონ მათი პლატფორმები ონლაინ გაყიდვებისთვის. ,,პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალი ელექტრონული კომერციის პლატფორმები სრულად აცნობიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და კარგად ესმით იმ გამოწვევების სიმძაფრე, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკა დადგეს, კორონავირუსის პანდემიის გამო. შესაბამისად, აღნიშნულმა ვებ-გვერდებმა გადაწყვიტეს, დისტანციურად დასაქმებულთა და ბიზნესის ხელშესაწყობად, მათი ონლაინ პლატფორმები შესთავაზონ ყველა პროფილის კომპანიას სხვადასხვა პროდუქციის განთავსებისა და რეალიზებისთვის.
პალიტრა მედია ჰოლდინგის ახალ ინიციატივაში ჩართვა ნებისმიერი კომპანიისთვის არის შესაძლებელი. ამასთან, კომპანიებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უკვე გამართული მზა სისტემებით და მომხმარებელს გაუმარტივონ წვდომა საკუთარ პროდუქციაზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის, 10-ზე მეტ კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები ვებ-გვერდებზე სვადასხვა პროდუქციის განთავსებისთვის.