loader

მეღვინეობა „ხარებას“ ღვინის სამყარო თერჯოლაში - 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობის და 21-ე საუკუნის შეხვედრის ადგილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეღვინეობა „ხარებას“ ღვინის სამყარო თერჯოლაში - 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობის და 21-ე საუკუნის შეხვედრის ადგილი

იმერეთში, „მეღვინეობა ხარებას“ თერჯოლის ღვინის მარანში ერთმანეთს 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა და 21-ე საუკუნის მიღწევები ხვდება. სწორედ ამ მარანში მზადდება 50-მდე სახეობის ხარებას ღვინო, რომელიც შემდეგ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნება. თერჯოლის ღვინის მარანი იმითაცაა გამორჩეული, რომ სწორედ აქ ხორციელდება იშვიათი ქართული ჯიშების გაშენება, დანერგვა და შემდეგ წარმოებაში შემოტანა, რაც უიშვიათესი და ხშირად თითქმის დაკარგული ქართული აბორიგენული ჯიშების აღორძინებისა და გაცოცხლების მიზნით კეთდება.

Palitravideo.ge მეღვინეობა „ხარებას“ ესტუმრა როგორც თერჯოლის მარანში, ისე - თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში და დაინტერესდა, ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერის წინაშე არსებული გამოწვევებით რაც მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა, ღვინის წარმოების თანამედროვე და ტრადიციულ მეთოდოლოგიაზე, რაც მეღვინეობა ხარებას ღვინოზე მუდმივად მზარდ მოთხოვნას განაპირობებს და ასევე სამომავლო გეგმებზე რაც არსებული გარემო-პირობების ფონზე ღვინის ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია სამოქმედო გეგმების დასახვისა და განხორციელებისთვის, რათა შენარჩუნდეს პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის დინამიკა, ტენდენცია და ახალი ბაზრების ათვისება.