loader

22 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სერია "ქართველი მეფეების" 31-ე ტომი „გიორგი XI და ქაიხოსრო“ იქნება ხელმისაწვდომი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

22 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სერია "ქართველი მეფეების" 31-ე ტომი „გიორგი XI და ქაიხოსრო“ იქნება ხელმისაწვდომი

22 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სერია "ქართველი მეფეების" 31-ე ტომი - „გიორგი XI და ქაიხოსრო“ სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული წიგნის ფასი 5.50 ლარია, ხოლო გაზეთთან ერთად - 7 ლარი. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ამ პოპულარული პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯაბა სამუშიას თქმით, სერია "ქართველი მეფეების" მიზანია, მკითხველი გაეცნოს ქართველი მეფეების ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ასევე, გაიცნონ ის დიდი მონარქები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ისტორიის წიგნებსა და სხვადასხვა ნამუშევარშია გაბნეული.

წიგნში „გიორგი XI და ქაიხოსრო“ მოთხრობილია მე-17-მე-18 საუკუნეებში მცხოვრებთა მძიმე ხვედრის შესახებ. ისინი ქართლში ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამ პროცესს ეწირებოდნენ კიდეც. წიგნის ავტორის, ისტორიის დოქტორ კახა კვაშილავას თქმით, ეს არის პირველი მოკრძალებული მცდელობა, მონოგრაფიულად შესწავლილიყო ორი ქართველი მონარქის მეფობა. მისი შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.