loader

20 ივლისიდან „წიგნების თაროს სკოლის“ საზაფხულო ონლაინ კურსი ყველაზე პატარა მოსწავლეებისთვის იწყება! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

20 ივლისიდან „წიგნების თაროს სკოლის“ საზაფხულო ონლაინ კურსი ყველაზე პატარა მოსწავლეებისთვის იწყება!

კურსზე დარეგისტრირება 1-ლი ივლისიდან იქნება შესაძლებელი მისამართზე: https://school.wignebistaro.ge/
მანამდე კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ სკოლის ვებგვერდი, წაიკითხოთ საგნების აღწერილობები, გაიცნოთ მასწავლებლები და ნახოთ ყველა საჩუქარი და შეთავაზება, რასაც „წიგნების თაროს სკოლა“ შემეცნებით-გასართობი ზაფხულის მსურველებს სთავაზობს.

„წიგნების თაროს სკოლის“ ზარის კიდევ ერთხელ დარეკვას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები მოუთმენლად ელიან.

“წიგნების თაროს სკოლის” პარტნიორები არიან:

საქართველოს ბანკი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia
Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L

კომპანია "წიგნების თარო” ქართული ბრენდია, რომელიც საბავშვო და ახალგაზრდულ, შემეცნებით-გასართობ პროექტებს ახორციელებს. ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუ, რომელიც 2016 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში გადაიცემა, კომპანიის საავტორო პროექტია. 2020 წელს კომპანია "წიგნების თარო" საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წლის მთავარი პრიზით, "წიგნის ქომაგი 2020"-ით დააჯილდოვა.