loader

აჭარაში ქართველი ბლოგერების მოგზაურობას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარაში ქართველი ბლოგერების მოგზაურობას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა

ცნობილი ქართველი ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას მთიან აჭარაში სოციალურ ქსელებში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით კომენტარი და მოწონება დაიმსახურა მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გამოქვეყნებულმა ულამაზესმა ფოტოებმა და სთორებმა, რომელთაც "ინსტაგრამსა" და "ფეისბუქში" მილიონამდე წვდომა აქვს. ბლოგერებმა მოგზაურობა კინტრიშის ეროვნული პარკიდან დაიწყეს და ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილების მონახულება შეძლეს. მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელა, ჩირუხის მთა, მერისის ხეობა, კურორტი ბეშუმი და მწვანე ტბა იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, რომელთა შესახებაც მოგზაურებმა პოზიტიური შთაბეჭდილებები და რეკომენდაციები ათასობით გამომწერს გაუზიარეს.