loader

3 დაავადება, რომელთა ოპერაციაც ყველაზე ხშირად კეთდება ბავშვებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 დაავადება, რომელთა ოპერაციაც ყველაზე ხშირად კეთდება ბავშვებში

ბავშვთა ასაკში არაერთი დაავადება გვხვდება, რომლებიც გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული და თავისებური ყურადღება სჭირდება, რომ მარტივი პრობლემა სერიოზულ გართულებაში არ გადაიზარდოს.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ფერაძე აღნიშნავს, ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებული სამი ქირურგიული ოპერაციაა: მწვავე აპენდიციტი, საზარდულის თიაქარი და კრიპტორქიზმი, ანუ დაუშვებელი სათესლე ჯირკვალი. თითოეულ მათგანზე დეტალურად თავად ლევან ფერაძე გვესაუბრება.