loader

ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად გამოვიდა

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 10.00.
დები ბრონტეების შემოქმედებას ბევრი მკითხველი ჰყავს. ემილი ბრონ­ტეს წიგ­ნი "ქა­რიშ­ხლი­ა­ნი უღელ­ტე­ხი­ლი" ინ­გლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შად არის მიჩ­ნე­უ­ლი. წიგ­ნი თავდაპირველად 1948 წელს, ემილის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, "Ellis Bell"-ის ფსევდონომით გამოქვეყნდა. რომანში იმდენად მწვავედ იყო დანახული საზოგადოებრივი პრობლემები, სისასტიკე, მკაცრი მენტალური მდგომარეობა, ფარისევლობა რელიგიაში, მორალი, სოციალური კლასები და გენდერული უთანასწორობა, რომ ბევრი კრიტიკოსის აზრით, წიგნი აუცილებლად კაცის დაწერილი უნდა ყოფილიყო. დიდ ნაწილს კი მწერლის სრულიად განსხვავებული წერის მანერა აოცებდა.
ემილი ბრონტეს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, მისი უფროსი დის, შარლოტა ბრონტეს შესწორებების შემდეგ ხელახლა, უკვე ემილი ბრონტეს ნამდვილი სახელითა და გვარით გამოიცა.

„ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ათამდე კინოვერსია არსებობს. 1920 წლიდან სხვადასხვა დროის ცნობილი მსახიობების მიერ გოთიკური ჟანრის ეს რომანი არაერთხელ გაცოცხლდა ეკრანზე.