29 ოქტომბრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდს" მიიღებს
17:23 / 28-10-2020
გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, ჩვენი უახლესი ისტორიიდან, ომის თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოებები პროექტში "ომებსა და ადამიანებზე" გააერთიანოს.
სერია თომას კენილის "შინდლერის სიით" დაიწყო და მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდით" გრძელდება. წიგნი ჟურნალ "გზასთან" ერთად 29 ოქტომბერს გამოვა. მისი სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.
იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.