loader

16 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, პირველი ტომი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

16 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, პირველი ტომი

16 ნოემბრიდან მკითხველს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას პროექტის - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ პირველი ტომის შეძენა შეუძლია.
წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად - 15.00 ლარი.
„ერთი გამოცემა, რომელშიც შეგიძლია თვალი გაადევნო ქართველების როლს და ღვაწლს მსოფლიო ისტორიაში. ასეთი რამ აქამდე არ არსებობდა. არის უხვად ილუსტრირებული. მაქსიმალურად შევეცადე, რომ ვიზუალური მეხსიერება ყოფილიყო წიგნში მრავლად წარმოდგენილი. ამას წლების განმავლობაში ვაგროვებდი“, - ამბობს გიორგი კალანდია.
გამოცემის პირველი ტომი მოიცავს ისტორიას საფრანგეთში, ინგლისსა და ბულგარეთში მოღვაწე ქართველების შესახებ.
წიგნის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.
გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ elva.ge-ს ქოლ-ცენტრს: 0322 38 26 73; 0322 38 26 74.