loader

ათეას გზავნილი საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათეას გზავნილი საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის

მთელ მსოფლიოში 1991 წლიდან ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იმართება, რომელიც 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

აღნიშნულ კამპანიაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაც.

ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს, პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა გამართა და ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

ძალადობისა და გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლის მიზნით ასოციაციის წარმომადგენლებმა საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის გზავნილები მოამზადეს, რომლებიც ერთ ვიდეორგოლში გაერთიანდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი, რომელსაც ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს, თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერებას, ასევე, აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და ადგილობრივ დონეზე განხორციელებას ისახავს მიზნად.