X
„საპარტნიორო ფონდმა“, COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის ავზი გადასცა
12:12 / 11-12-2020

თბილისი; „საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის უშუალო ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსთვის თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი და მისი დამხმარე მოწყობილობები შეიძინა და კლინიკას საჩუქრად გადასცა.

„რამდენიმე კვირის წინ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი, ბატონი დავით საგენელიძე იმყოფებოდა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში და გადმოგვცა 10 000 პირბადე. იგი გაეცნო არსებულ სიტუაციას და გამოწვევებს. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ ჟანგბადის გაზრდილი ხარჯის გამო გაჩნდებოდა დამატებითი რეზერვუარის საჭიროება. ბატონმა დავითმა მოახერხა ამ საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა“, - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ოთარ დავითაძემ.

ავზი უკვე დამონტაჟებულია და მისი დახმარებით, კლინიკას საშუალება მიეცა, დღეისათვის არსებული გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით ჟანგბადის საჭიროების მქონე კოვიდ-პაციენტებისთვის 72 საათის სამყოფი მარაგები უზრუნველყოს.

„შექმნილ ვითარებაში არსებული 6-ტონიანი რეზერვუარი ჩვენთვის საკმარისი აღარ იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დაგვხმარებოდა ამ დიდი პრობლემის მოგვარებაში და დამატებით თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი გადმოეცა ჩვენთვის“, - აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტმა ჰოსპიტალური მართვის საკითხებში, ზაზა ავალიანმა.

შეგახსენებთ, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის მხარდაჭერით შექმნილი პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა დავით მიმინოშვილმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო პირბადეები „Faceguard“-ი და ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი პირბადეები გადასცეს.




ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს პანდემიაც გადაივლის, მთავრობაც შეიცვლება, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“ - ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
“გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს“ - იდეალური გოზინაყის რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან
საშიშია თუ არა კორონავირუსზე ვაქცინაცია? - ლელა კაკულია უახლეს ვიდეოს აქვეყნებს და მომავალში კიდევ ერთ პანდემიას წინასწარმეტყველებს.





მეცნიერებმა გამოიგონეს ხელოვნური კანი, რომელსაც ტკივილის შეგრძნება შეუძლია
სენაკი ყურადღების ცენტრშია - საახალწლო ნაძვის ხის მორთვის უცნაურმა ხერხმა საზოგადოება გაახალისა
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?