loader

“ცეცხლისწამკიდებლის“ ონლაინწარდგენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ცეცხლისწამკიდებლის“ ონლაინწარდგენა

ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებული წიგნის, ნიკოლოზ ცისკარიშვილის “ცეცხლისწამკიდებლის“ ონლაინწარდგენა.

წიგნს დებიუტანტი ავტორის მენტორი და წიგნის რედაქტორი, მწერალი როსტომ ჩხეიძე წარადგენს.

ნიკოლოზ ცისკარიშვილი, კონკურსის ფარგლებში, ჟიურის რჩეული გახდა. მისი რომანი „ცეცხლისწამკიდებელი“ არის იმაზე, თუ როგორ ეძებს ადამიანი საკუთარ თავს, გაურბის წარსულს, შეცდომებს, როგორ გაუუცხოვდება თავისსავე შინაგან სამყაროს. როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს არის წიგნი, რომელმაც თავად მასზე ძალიან იმოქმედა.

პროექტის - „გახდი ბესტსელერის ავტორი“, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტარდება, მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და დებიუტანტი ავტორების ხელშეწყობაა.