loader

"დეტექტივობანას" ონლაინწარდგენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დეტექტივობანას" ონლაინწარდგენა

დავით ჩომახიძე, ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ ფარგლებში, ხალხის რჩეული გახდა. მის რომანს დებიუტანტი ავტორის მენტორი - მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე წარადგენს.

როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, „დეტექტივობანა“ მკითხველისთვის გარკვეულწილად 90-იანი წლების გზამკვლევის როლს შეასრულებს.

„ავტორის პირად გამოცდილებასა და მოგონებებს თავშესაქცევი სიუჟეტური ქარგა ახლავს თან და მკითხველს საინტერესო ისტორიის გაცნობის პარალელურად, ისტორიულ კონტექსტებშიც ახედებს“, - ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„დეტექტივობანა“ მოგვითხრობს ბოროტებასა და სიკეთეს შორის მარადიულ დაპირისპირებაზე.  ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი მეგობრობას, სიყვარულს და სამართლიანობისთვის ბრძოლას უჭირავს.“ - დავით ჩომახიძე.