loader

"არა ძალადობას" - კვირეული, რომელიც სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესში" ძალადობის საწინააღმდეგო თემატიკაზე გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არა ძალადობას" - კვირეული, რომელიც სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესში" ძალადობის საწინააღმდეგო თემატიკაზე გაიმართა

"არა ძალადობას" - ასე ჰქვია კვირეულს, რომელიც სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესში" ძალადობის საწინააღმდეგო თემატიკაზე გაიმართა. მონაწილეობას ყველა ასაკობრივი ჯგუფი იღებდა და სულ 13 აქტივობა განხორციელდა. ღონისძიებათა ციკლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება და ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაა. კვირეულს "აია-ჯესის" გეოგრაფიის მასწავლებელი მარიან ხარიტონაშვილი კურირებდა.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მდგომარეობიდან გამომდინარე, კონფერენცია დისტანციურად, "ზუმის" საშუალებით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ძალადობის სხვადასხვა ტიპზე თავად მოიძიეს ინფორმაცია და განსხვავებული მასალა შექმნეს, როგორებიცაა: პოსტერები, დოკუმენტური ფილმები, პრეზენტაცია და სტატია. განხილვის თემა ასევე კიბერძალადობა იყო, რომელიც თანამედროვე ციფრულ სამყაროში საკმაოდ ფართო და ძნელად გაკონტროლებადი პრობლემაა, განსაკუთრებით, არასრულწლოვნებისთვის. არც იძულებითი ქორწინება და ფარული ძალადობა დარჩენილა ყურადღების მიღმა.

კონფერენციის ბოლოს მხატვრული ფილმების კოლაჟი რეკომენდაციების სახით მომზადდა, სადაც ძალადობის თემატიკის გარშემო 15 საუკეთესო ფილმი შეირჩა. საგულისხმოა, რომ ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებები ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მიზანი კი ყოველწლიურად იგივე, მეტი ინფორმირებული მოქალაქის აღზრდა და ძალადობის ნიშნების ამოცნობაა.