loader

ინფორმაცია, რომელიც შშმ პირებს დააინტერესებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია, რომელიც შშმ პირებს დააინტერესებთ

2021 წლის 11 იანვრიდან აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მუშაობა განაახლეს მობილური მხარდაჭერის ჯგუფებმა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით უფასოდ ემსახურებიან.

მობილური ჯგუფების შემადგენლობაში შედიან მობილობის ასისტენტი, ექთანი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ცხელ ხაზზე შემოსული მოთხოვნების შესაბამისად, გაუწევენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას, როგორებიცაა:

ტრანსპორტირება ადაპტირებული ავტომობილით

ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაცია

შერჩეული პროფესიონალების ბინაზე ვიზიტი

დახმარება გადაადგილებაში და ა.შ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
• აჭარა 591 227 883
• გურია 591 227 336
• სამეგრელო 591 227 276

სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 19:00 საათამდე.
მობილური ჯგუფების სერვისი 2021 წლის 11 იანვარს დაიწყო და შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება კოალიციის "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" მიერ, People in Need Georgia-ი (PIN) მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით.