loader

კამპანიის „გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამარჯვებულები პროექტმა „ლურჯმა ოკეანემ“ წიგნებით დააჯილდოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კამპანიის „გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამარჯვებულები პროექტმა „ლურჯმა ოკეანემ“ წიგნებით დააჯილდოვა

გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ასე ერქვა „ლურჯი ოკეანის“ კამპანიას, რომელმაც პროფესიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობა გაზარდა. მკითხველს შეეძლო შეეძინა ბრაიან თრეისის ბესტსელერი „შეჭამე ბაყაყი“ იმ ფასად, რამდენიც სამართლიანად მიაჩნდა. აუცილებელი იყო მოლარის მიერ მიცემული ქვითრების შენახვა - სწორედ ამ ქვითრებს უნდა გამოევლინა გამარჯვებულები.

კამპანიის ფარგლებში გამოვლინდა 10 გამარჯვებული, რომელთაც სასიამოვნო პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა "ბიბლუსის" ახალ ფილიალში (ჭავჭავაძის #2). 

„ლურჯი ოკეანის“ გუნდი კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ასეთი დიდი დაინტერესებისა და ჩართულობისთვის.