loader

გიორგი ხვედელიანი - არც ამ რეალობას შევეგუებით და არც ამ ქვეყნიდან წავალთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ხვედელიანი - არც ამ რეალობას შევეგუებით და არც ამ ქვეყნიდან წავალთ!

ხელისუფლება აწარმოებს პროპაგანდას, რომელიც გვეუბნება: ის, რომ ჩვენ ღარიბები ვართ, არის ჩვენი ბრალი; ის, რომ ჩვენ განათლებას ვერ ვიღებთ, არის ჩვენი ბრალი; ის, რომ ჩვენ ჰაერი არ გვაქვს, რომ ვისუნთქოთ, არის ჩვენი ბრალი.
ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პრობლემების შედეგი და ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური გამოსავალი. დღეს ერთადერთი შანსი ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების და მართლა ღირსების დაბრუნების არის ჩვენი მასობრივი პოლიტიზაცია. ყველა ის პრობლემა, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, პოლიტიკურია. ის, რომ ადამიანი არის სოციალურად დაუცველი, არის პოლიტიკური პრობლემა; ის, რომ 75 ათასი სტუდენტი სტატუსშეჩერებულია, არის პოლიტიკური პრობლემა და თითოეულმა ამ ადამიანმა, ჩვენმა მეგობრებმა, უნდა იცოდნენ, რომ ეს არის პოლიტიკის შედეგი. ეს უნდა გახდეს მთავარი პოლიტიკური თემები.