loader

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში სწავლა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში სწავლა დაიწყო

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში, პირველი სასწავლო სემესტრი დაიწყო. ოფიციალური ღონისძიება ტრესტის ყოფილ შენობაში გაიმართა. აქ მულტიფუნქციური ცენტრი იმერეთის პროფესიულ საგანმანათლებლო ჰაბს აერთიანებს, რომელიც ადგილობრივებს აქტიურად ჩართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაეხმარება შრომით ბაზარზე ეფექტურ ინტეგრაციაში.

ღონისძიება კოვიდ-19-ით გამოწვეული რეგულაციების დაცვით გაიმართა, რომელსაც პანდემიის გათვალისწინებით ოფიციალური პირები დაესწრნენ: კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათ დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის საქმიანობის შესახებ, უკვე განხორცილებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით.