loader

რა უნდა ვიცოდეთ "მწვანე პასპორტის" შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უნდა ვიცოდეთ "მწვანე პასპორტის" შესახებ?

„მწვანე პასპორტი“ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება. პირს "მწვანე სტატუსი" აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24- საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი მოსაზრება იყო, რომ ეს შეზღუდვა მოხსნილიყო და საბჭომ ეს წინადადება გაიზიარა.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც დეტალურად გაიგებთ, თუ რა არის "მწვანე სტატუსი" და რომელ ობიექტებში შეძლებთ შესვლას "მწვანე პასპორტით".